ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მეც მიყვარხარ ბიჭო, როგორი დამშვიდება იცოდი ადამიანის, რა კაცი იყავი შენ ხომ არ იცი“ - წერს ტრაპაიძე და სქრინს აქვეყნებს.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.