საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არადა მილიონრების ვიდზე ხო ვიყავით სულ...
ჩემო მეგობარო, ვის ვეჭორავო ეხლა მითხარი სად დამტოვე რატო ქენი ეს?! სად დამტოვე, ხო არ აფრენ?! როგორ ყველას შეგვეშალა და გაგიშვით!
ჩვენი დატოვება როგორ გააკეთე!“ - წერს გოჩაშვილი და სქრინს აქვეყნებს.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.