logo_geo
eng_logo
ვარკეთილში, სახლში, სადაც ორი ადამიანი გაზის ნამწვით დაიღუპა, კრიმინალისტები მუშაობენ
- +

22 იანვარი. 2019. 00:28

 

 

ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ორი ადამიანი ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა, ხოლო გარდაცვლილები დღეს აღმოაჩინეს. დაღუპულები მეზობლები იყვნენ. გარდაცვლილები 70 წლამდე ასაკის იყვნენ.

 

„გაიგუდა CO-თი. ეტყობა, ძალიან ცუდი გამათბობელი ჰქონდათ, რომელსაც გამწოვი არ აქვს. სვამდნენ, მეგობრები იყვნენ. წუხელ არ მოსულა მეორე სართულის ერთ-ერთი გარდაცვლილი სახლში, ტელეფონსაც არ პასუხობდა. რომ მივედით, სუნი იგრძნობოდა. გამოვიძახეთ სამაშველო და გარდაცვლილები დაგვხვდნენ“, – განაცხადა დაღუპულების  მეზობელმა.

 

ვარკეთილში ორი ადამიანის გაზის ნამწვით დაღუპვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner