logo_geo
eng_logo
ვენესუელის თავდაცვის სამინისტრომ ამბოხის ჩახშობის შესახებ განაცხადა
- +

22 იანვარი. 2019. 01:20

 

 

ვენესუელის თავდაცვის სამინისტრომ ამბოხის ჩახშობის შესახებ განაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების ათობით მონაწილე.

 

ვენესუელის თავდაცვის სამინისტრის ცნობით, ეროვნული გვარდიის სამხედროების ჯგუფმა კარაკასის რაიონ პეტარეში მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან იარაღი ხელში ჩაიგდო და ოთხი ოფიცერი მძევლად აიყვანა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს სამხედროფორმიანი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ვენესუელელი ხალხის სახელით მოქმედებენ და მოქალაქეებს საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ.

 

ვენესუელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოტისის სამეთაურო პუნქტის ტერიტორიაზე მეამბოხე სამხედროებსა და მთავრობისადმი ლოიალურ ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა. უწყების მტკიცებით, ამბოხებულები უკვე დაკავებულები არიან და ჩვენებებს იძლევიან.

 

ვენესუელის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამბოხის მცდელობა „ულტრამემარჯვენე ძალების ინტერესებში“ განხორციელდა, თუმცა არ აკონკრეტებენ, თუ ვინ წარმოადგენს ამ ძალებს.

 

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, კარაკასში არეულობა დაიწყო. ოპოზიციური ინტერნეტრესურსებით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს კარაკასში ბარიკადები აქვთ აღმართული. დემონსტრანტებმა ქალაქში დაწვეს ავტომობილები, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვრის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ დაიკავა, რომელმაც მოქალაქეებს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

 

2017 წლის გაზაფხულზე ვენესუელაში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაიღუპა ათობით აქტივისტი, ასობით ადამიანი კი დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner