ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ბოლოს 29 დეკემბერს შევხვდით, საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე. თურმე, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ყოფილა. ძალიან, ძალიან, ძალიან მტკივა გული ლევანზე, საშინლად განვიცდი და მთელი დღეა დანგრეული ვარ. ლევანის სახით, თითქოს თავიდან მომიკვდა ჩემი გულიკო გოდოლაძე, გიორგი პოპიაშვილი, საშკა იოსელიანი, საშკა კარაპეტოვი, კუკური ადანაია, დათო ბოლქვაძე, დიანა ციბაძე, მანანა ხვიჩია, გოჩა ჯელია... დედამიწაზე როგორ გავძლოთ ამ ადამიანების გარეშე, თორემ იქ... იმ განზომილებაში ყველა ერთად ვიქნებით... აქ კი, მიწაზე, ამ ცივ, ხორკლიან მიწაზე ძალიან დიდი სიცარიელე რჩება. ლევან, გამორჩეული იყავი ჩვენთვის, გამორჩეულად დარჩები... ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ“ , - წერს ინაშვილი.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.