თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ლევან ჩხაიძე იყო ერთერთი გამორჩეული, კარგი და ძლიერი ჟურნალისტი. წლების განმავლობაში გვიწევდა შეხვედრა გადაცემებსა თუ აქციებზე, ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით. იყო ძალიან კარგი, დადებითი ადამიანი .
ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალების ამბავი. ასეთი ახალგაზრდა და კარგი ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, ქართულმა ჟურნალისტიკამ...
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს...
ძალიან ვწუხვარ...“ - წერს ჯიშკარიანი.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.