საბაგირო საათში 2 800 მგზავრს მოემსახურება და სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.
ტურისტული მიზნების გარდა, კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს.
საბაგირო ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.