logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირების ჯიხურები დაიდგმება
- +

23 მაისი. 2016. 12:22



ბათუმის ბულვარში, წიგნის ფორმის სასუვენირე დახლები განთავსდება. ახალი, ორიგინალური დიზაინის ჯიხურები ექსკლუზიურად, ბათუმის ბულვარისთვის შეიქმნა, რომელიც ძველ ვერცხლისფერ  ჯიხურებს   1 ივნისიდან ჩაანაცვლებს.  ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად,  ამშვენებს წარწერა „Boulvard 1881" და „Batumi".


ბულვარის ტერიტორიაზე სულ 30 ასეთი  დახლი განთავსდება. მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე მსგავსი ჯიხურის დამატება იგეგმება. 


ჯიხურების დიზაინისესკიზი, ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის. სუვენირებით მოვაჭრეები ჯიხურებში ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner