logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ახლა მე მოგიყვებით კობა კობახიძის სიხარბეზე ერთ რეალურ ისტორიას!
- +

25 თებერვალი. 2016. 12:39


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატ კობა კობახიძის შესახებ ისტორიას იხსენებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„ორი დღეა ადვოკატი კობა კობახიძე „რუსთავი2"-ის ვარსკვლავად იქცა, მანანა კობახიძე და მისი ძმა თითქოს სკანდალურად ქცეულ ზაუტაშვილის საქმეში „ამხილა" და საკუთარი სიხარბე გამორჩა, თუ როგორ უნდა ჩაედო, მისი თქმით, 75 ათასი ევრო ჯიბეში. ამაზე ყურადღება რატომღაც არავის მიუქცევია და ის ფრაზა აქციეს სკანდალად - მიდი, ფული მოთხოვე, ამას თედო კობახიძე მეუბნებოდაო! ჰოდა, ახლა მე მოგიყვებით კობა კობახიძის სიხარბეზე ერთ რეალურ ისტორიას, რომელიც სულ უახლოეს წარსულში მოხდა!

 

რამდენიმე თვის წინ თაღლითობის მუხლით ჩემი ერთი ნაცნობი და დედაჩემის ყოფილი თანამშრომლის შვილი დააკავეს, გვარს შეგნებულად არ ვასახელებ! დედამისმა კობა კობახიძე არჩია ადვოკატად, ნაცნობია, ჩვენი ოჯახის ახლობელია და იქნებ საპროცესო გარიგება, გირაო გააკეთოს და მოგვეხმაროსო! ნერვიულობაზე ამ 80 წელს მიტანებულ ქალბატონს გულის შეტევა მოუვიდა და რეანიმაციაში მოხვდა, კობა კობახიძე ქალბატონს, რომლის ნერვიულობაც კი არ შეიძლებოდა, ეუბნება, სასწრაფოდ 8 ათასი დოლარი მჭირდება, ასე უნდა ამ საქმეს, რომ შენს შვილს ვუშველო. ქალბატონს არც აცადა საავადმყოფოდან გამოსვლა, მითხარი, სად დევს ფული, მე ავიღებო. ასე მივიდა ოჯახში, სადაც ამ ქალბატონის, ასევე ასაკოვანი და იმყოფებოდა. ფული აიღო, ფულს ჰალსტუხების შეკვრაც გააყოლა - ციხიდან პატიმარმა შემოთვალა, რომ მოგეცათო და წავიდა. დედა ყოველ დღე ეკითხებოდა - რა ეშველება ჩემს შვილს, უკეთდება საქმეო? „მაცადე-მაცადეს" ძახილში გავიდა რამდენიმე თვე და უკვე ძალიან შეწუხებულმა ქალბატონმა მე მთხოვა, დამეხმარე, შვილო, ის მაინც გამიგე - რა მუხლით აღიძრა საქმე და როგორ მიდის გამოძიებაო. მე ამ ბატონ ადვოკატსაც დავურეკე, რომელმაც მთელი საათი ჩემთან მთავრობის ლანძღვას მოანდომა და ეს პატიმარი არც გახსენებია. მივხვდი, რომ ეს თანხა ტყუილად ჰქონდა გადახდილი ოჯახს და თავად მოვიკითხე პროკურატურაში საქმე! როგორც მითხრეს, არანაირ საპროცესოს არავინ შეჰპირებია ადვოკატს და საერთოდ, ამ თემაზეც კი არ ყოფილა საუბარი. ეს თანხა კი, თუ საჩუქრად მიეცით ადვოკატს, არ ვიცით, გაერკვიეთო!

 

კობახიძემ კი არ მოისვენა და ახლა მორიგ თანხაზე მიაკითხა პატიმრის ოჯახს, 10 ათასი კიდევ სჭირდება ცალკე დამატებით საპროცესოსო, ბინას ჩაგადებინებ და მომეციო, ოჯახმა - ბინა უკევე დაგირავებული გვაქვს და ვეღარ მოგცემთო! რაც მთავარია „პროფესიონალმა" ადვოკატმა პატიმარს წერილი დააწერინა, სადაც დედამისს მიმართავდა, რომ სამოძრაო ფული მიეცათ კობახიძისთვის. ეს სამოძრაო თანხა კი, ეტყობა, ის 8 ათასი დოლარი იყო, მომაკვდავ ქალს რეანიმაციიდან რომ გამოგლიჯა. მოკლედ, არც საპროცესო, არც სხვა რამ არავის გაუკეთებია და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იმ ბრალდებულს! დედასთან კი თავი იმით იმართლა, რა საჭიროა, იცოდე, ვის მივეცი თანხაო, მაგრამ ეს ორი წელი მე გავუკეთეო... ასეთ გულახდილ და „ვაჟკაც" ადვოკატს პირდაპირ ვეკითხები - დაასახელოს, ვის გადაუხადა 8 ათასი დოლარი, ეს ხომ დანაშაულია? რომელ პროკურორს მისცა ან რომელ მოსამართლეს? ან რომელ შუამავალს? საკუთარმა სიხარბემ დაღუპა თავად და აბა, გამობრძანდეს და თვალებში შემომხედოს! კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო", - წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner