logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: „ნაციონალები“ მიდიან პროვოკაციებზე და სახელმწიფო გადატრიალების სცენარზე
- +

23 მაისი. 2016. 12:24



ნაციონალები იგივე სცენარით მოქმედებენ, რაც 2003 წელს ანუ მიდიან პროვოკაციებზე და სახელმწიფო გადატრიალების სცენარზე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა წერს.

 

„2003 წელს „ნაციონალების" საარჩევნო კამპანია მარტივი იყო: 500 კაციანი ზონდერ ბრიგადის ტურნე საქართველოში. მაშინ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის რანგში სახელმწიფო ფულით ჩამოაყალიბა არაფორმალური შეიარაღებული ფორმირება, რომლის ამოცანა იყო გრაფიკის მიხედვით ჩასულიყვნენ სხვადასხვა რეგიონში და ეჩხუბათ აუცილებლად კამერების წინ. ნაცების ზონდერები მხოლოდ ბოლნისში და ბათუმში გაილახნენ, ზუგდიდის თეატრში კი სააკაშვილი დირექტორის მაგიდის ქვეშ იმალებოდა. მახსოვს მიშას რუსების ნაჩუქარი დაჯავშნული "ნივა" დაუმტვრიეს ბოლნისში, თვითონ კი ჩვეულებისამებრ გაქუსლა. დღეს მომხდარმა დაგვანახა, რომ ჩვენი ყველაზე ცუდი პროგნოზი მართლდება - ნაციონალები იგივე სცენარით მოქმედებენ, რაც 2003 წელს ანუ მიდიან პროვოკაციებზე და სახელმწიფო გადატრიალების სცენარზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ზუგდიდელები ურიგოდ არ დახვედრიან ნაციონალურ ზონდერ ბანდას.

 

ჰო, კინაღამ დამავიწყდა: ვგმობ ძალადობას!" - წერს გოგავა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner