logo_geo
eng_logo
სტოკჰოლმში უსახლკაროები თავშესაფარს ბილბორდებით პოულობენ
- +

22 იანვარი. 2019. 14:56

 

ზამთართან ერთად, სტოკჰოლმში გაუსაძლისად ცივი დღეები დადგა, რაც უსახლკარო ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის.

 

ქალაქის მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრას კრეატიული გზით ცდილობს.

 

სტოკჰოლმის 53 ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე ციფრული ბილბორდები გამოჩნდა, რომლებიც უსახლკარო ადამიანებს ქალაქში არსებული თავშესაფრების შესახებ ინფორმაციას აწვდის — თუ რამდენი კილომეტრით არის დაშორებული თავშესაფარი და რომელი საათიდან იღებს სტუმრებს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ უსახლკარო ადამიანებისთვის ასეთი თავშესაფრები ადრეც არსებობდა, ინფორმაციის არქონის გამო, ქუჩაში მცხოვრები ადამიანები დროულად ვერ იგებდნენ ამის შესახებ“, - ამბობენ ქალაქის მერიაში.

 

საპილოტე პროგრამა, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ამოქმედდა, იანვრის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ეფექტურობის შემთხვევაში, მსგავსი ბილბორდები შვედეთის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner