logo_geo
eng_logo
ლევან იზორია საოკუპაციო ხაზზე: მიმოსვლის შეზღუდვა არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა
- +

22 იანვარი. 2019. 18:29

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მიმოსვლის შეზღუდვას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს.

 

„მინდა გამოვხატო პროტესტი ბარიერების, ე.წ. ხელოვნური დაბრკოლებების არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებობს. ნებისმიერი ქმედება, მათ შორის მიმოსვლის შეზღუდვა, არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსის საბაბით, ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმებმა ე.წ. საზღვრებზე კარანტინი გამოაცხადეს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner