logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალებს“ კორცხელის უბანზე მობილიზებული ჰყავს ზონდერ-ჯგუფები, გიგა ბოკერიას ხელძღვანელობით
- +

22 მაისი. 2016. 12:32



საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" ადგილზე მობილიზებული ჰყავს ზონდერ-ჯგუფები, რომელსაც გიგა ბოკერია ხელძღვანელობს.



მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომნაციონალურ მოძრაობას" განზრახული აქვს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის ჩაშლა და ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერ-ჯგუფები, რომელსაც ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბეჟაშვილი." - აცხადებს კალაძე.



ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროვოკაციები, შესაძლოა, უბნის დახურვის შემდმგომაც გაგრძელდეს. მან ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირების დროულად აღკვეთისკენ მოუწოდა. 


 

მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას, რომ არ დავუშვათნაციონალური მოძრაობის" სცენარით მოვლენების განვითარება," - განაცხადა კახა კალაძემ.



კორცხალის #53-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner