გვაზაურის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედა ცოტა ხნის წინ პოლიციაში დააკავეს. ის და მისი მეუღლე (ბავშვის მამინაცვალი) იქ გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ბავშვს სახლში სისტემატურად სცემდნენ და ერთხელ ის ამის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა. პოლიცია ინფორმირებული იყო.
ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, გარდაცვლილის მშობლები ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ თავს.
მომხდარზე საქმის გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ამის შესახებ ადვოკატმა განაცხადა.