logo_geo
eng_logo
ბათუმის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
- +

22 იანვარი. 2019. 22:48

 

ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სავარაუდოდ უნებლიე გასროლა განახორციელა რის შედეგადაც მეორე მოსამსახურე დაშავდა.

 

„22 იანვარს ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის  სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უნებლიე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ.გ. დაშავდა.

 

მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner