დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ კომპანია „ტიფლის დეველოპმენტთან“, რომელსაც ვაკის პარკში სასტუმროს აშენება სურს, მოლაპარაკება აუცილებელია.
მერის მოადგილის თქმით, თუკი კომპანიასთან შეთანხმება ვერ შედგება, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს და კომპანია განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს. ამის შემდეგ კი მერიას სერიოზული ფინანსური ვალდებულება დაეკისრება. ბითაძე კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და სავარაუდო ცვლილებებს აანონსებს.
„ვაკის პარკში მშენებლობაზე სპეციალური ზონალური შეთანხმებაა გამოცემული. მოქმედი კანონმდებლობით ეს არის აქტი, რომელსაც ვადა არ აქვს. გულწრფელად გეტვით, ამის შეცვლას ვაპირებთ, კანონმდებლობა დასახვეწია. ზონალური შეთანხმება არ შეიძლება უვადო იყოს. მისი ვადები სულ მცირე, მშენებლობის ნებართვას უნდა მიებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.