საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს.
კელი კმაყოფილია, რომ ხელისუფლება გუშინ მომხდარი მოვლენების სრულ გამოძიებას აპირებს.
„ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით არჩევნების წელს", - განაცხადა იან კელიმ.
კორცხელის #53-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.