logo_geo
eng_logo
რუსული სპორტი სანქციებს გადაურჩა
- +

22 იანვარი. 2019. 22:58

 

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომმა უცვლელი დატოვა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული სპორტის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოიყენებენ.

 

აღმასკომის წევრებმა გაითვალისწინეს დამოუკიდებელი კომიტეტის რეკომენდაციები. სწორედ ეს კომისია აფასებდა რუსული მხარის მიერ ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს აღდგენისთვის საჭირო პირობების შესრულებას. საბოლოოდ, კომიტეტის რეკომენდაცია იყო, არ გამოეყენებინათ სანქციები რუსეთის ანტისადოპინგო სისტემის წინააღმდეგ.

 

რუსულმა მხარემ სტატუსის შესანარჩუნებლად შემდეგი პირობა შეასრულა: მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ოფიცრები შეუშვა მოსკოვის ლაბორატორიაში და მათ შესამოწმებლად გადასცა საეჭვო დოპინგ-სინჯები.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner