logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი ამერიკულ სამხედრო ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრო
- +

22 იანვარი. 2019. 23:05

 

ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „დონალდ კუკი” იმყოფება. ამერიკულ ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყებია ცნობით, ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული ხომალდის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი.

 

„ოფიციალური მიღების ცერემონიამდე ხომალდის კაპიტანმა მეთიუ პაუელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს გემი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

 

ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როზ უილსონი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.

 

„დონალდ კუკი“ საქართველოში მეორედ იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.

 

ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში.

 

„დონალდ კუკი” სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია „არლი ბიორკის” ტიპის მართვადი რაკეტებით“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner