logo_geo
eng_logo
გვანცა პაპავაძე: ასეთი იყო ჯაკო, ჩემი „მახრჩობელა“ ბიჭი...
- +

22 იანვარი. 2019. 23:10

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი გვანცა პაპავაძე ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ტელეკომპანია „მაესტროში“ ერთდროულად გადავედით. ორ სხვადასხვა თოქ-შოუში ვმუშაობდით, მაშინ ორივეს ერთი მემონტაჟე გამოგვიყვეს. სულ გვაგვიანდებოდა, თუმცა ყოველთვის მითმობდა, ჯერ მე დამესრულებინა რეპორტაჟის გაკეთება. ამ ფოტოზეც ორივე ერთდროულად ვცდილობთ სიუჟეტის გაკეთებას. ასეთი იყო ჯაკო, ჩემი „მახრჩობელა“ ბიჭი...“ - წერს პაპავაძე და ფოტოს აქვეყნებს.  

 

 

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

 

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა „რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner