ჟურნალისტი და ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გუშინდელიდან ბევრი პოსტი წავიკითხე დღევანდელი დღის ცუდი აურის და ცუდი ამბების შესახებ, მაგრამ ესეთ ამბავს ნამდვილად არ ველოდი, გული დაწყვიტე არა მხოლოდ შენს ოჯახს, არა მხოლოდ მეგობრებს, არა მხოლოდ ახლობლებს, არამედ ყველას, ვისაც კი ერთხელ შეხვედრიხარ... არ ვიცი რა დავწერო, არ ვიცი რა ვთქვა, დიდი ტკივილი იქნები ყველასთვის, ჯაკო“ , - წერს უჩავა.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.