logo_geo
eng_logo
იოჰანეს ჰანი: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მოთხოვნის მიზეზი არ არსებობს
- +

23 იანვარი. 2019. 01:12

 

„საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მოთხოვნის მიზეზი არ არსებობს“, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

 

„მსურს, ძალიან მოკლედ და მკაფიოდ დავამატო. ყოველ წელს ვამზადებთ ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ბოლო ანგარიში წინა წლის დეკემბერში იყო. რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არიან ასე რომ ვთქვათ უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელნი, მაგრამ საერთო რაოდენობასთან შედარებით, რომლებსაც ევროპასთან კავშირი აქვთ და იყენებენ ამ შესაძლებლობას, ეს ძალიან მცირე რიცხვია და არ არსებობს შეჩერების მექანიზმის მოთხოვნის მიზეზი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

ამავე თემაზე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კმაყოფილი არიან, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს. იუნკერმა უპასუხა საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც პასკალ მენიემ განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები არამიზნობრივად იყენებენ საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს. მენიეს თქმით, იმედია, არ მოუწევთ ისეთი ზომების მიღება, რომ საქართველოსთვის კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული.

 

ელჩის ინფორმაციით, საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, მომართვიანობის ზრდის მიზეზი არ არსებობს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა მოიმატა. ჟან კლოდ იუნკერის თქმით კი, არის რაღაც პრობლემები, მაგრამ კონკრეტულად საქართველოსთან ევროკავშირი ინარჩუნებს უვიზო რეჟიმს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner