ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი 23 წლის მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„როგორ მეიმედებოდა, რომ ცოცხალი იყო… ჯერ დედამ თქვა, – 6 იანვარს ველაპარაკე და ორ კვირაში ჩამოსვლას აპირებდაო… მერე ბიცოლამ თქვა, – 10 თვის წინ გარდაცვლილის ცხედარი ნახეს და ის როგორ იქნებაო… როგორ მეიმედებოდა, რომ ცოცხალი იქნებოდა, ნახავდნენ და სამშობლოში დაბრუნდებოდა“, – წერს მძინარაშვილი.