logo_geo
eng_logo
იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს
- +

23 იანვარი. 2019. 14:02

 

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს.

 

„ჩემი მიზანია დიადი უკრაინა, სწორედ ამიტომ, დღეს პრეზიდენტად ვიყრი კენჭს“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

 

იულია ტიმოშენკო მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ამომრჩევლებს ეკონომიკურ რეფორმებს დაპირდა.

 

მისი თქმით, ყირიმისა და დონბასის პრობლემების მოგვარებას მშვიდობიანი გზით აპირებს.

 

ამასთან, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თუ მისი პრეზიდენტობა წარუმატებელი იქნება, თანამდებობას 100 დღის შემდეგ დატოვებს.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – თუ 100 დღეში ვერ გაჩვენებთ აშკარა შედეგებს, წავალ პრეზიდენტის თანამდებობიდან. სწორედ ასეთია ჩემი გარანტიები“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 3 თებერვლამდე გრძელდება. ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია პრეზიდენტობის 13 კანდიდატი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner