„დამასკოს აეროპორტზე ისრაელის ავიაიერიშების გამეორების შემთხვევაში, სირია მზადაა, სიმეტრიული იერიში თელ-ავივის აეროპორტზე მიიტანოს“, – ამის შესახებ გაერო-ში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ჯაფარმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ჯაფარის თქმით, თუ გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მუდმივი თავდასხმების აღსაკვეთად ზომებს არ მიიღებს, დამასკო თავდაცვის კანონიერ უფლებას გამოიყენებს.
სირიის ელჩმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრი ქვეყანა ისრაელის მფარველობაში დაადანაშაულა.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ 21 იანვარს სირიის ტერიტორიაზე განთავსებული ირანის სამხედრო ობიექტების წინააღდეგ იერიში სამჯერ მიიტანა.