19-20 იანვარს გუდაურში „თრეველ გრუპისა“ და „სამაია გრუპის“ ინიციატივით, მხიარული ფესტივალი გაიმართა, სადაც „გრანდ თრეველ გრუპმა“ კომპანია „ქაფქაფასთან“ ერთად, ინოვაციური ბადაგის კოქტეილი სპეციალური ხელნაკეთი ჭიქებით წარმოადგინა.
როგორც „კვირას“ ტურისტული კომპანია „გრანდ თრეველ გრუპის“ დირექტორმა თამარ დოლიძემ განუცხადა, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ნუგბარი და ტკბილეული, პირველად საქართველოში სპეციფიკური ტექნოლოგიით დამზადებული ტყლაპი და ჩირი.
„ამოევლო გიგანტური ჩურჩხელა. სტუმრებმა იხილეს ოთხმეტრიანი ჩურჩხელის დამზადების პროცესი. ჩვენ ამ ღონისძიებით გვსურს, როგორც ქართველებს, ისე უცხოელ ტურისტებს გავაცნოთ ჩურჩხელის მნიშვნელობა. ვფიქრობთ, მსგავსი აქტივობები საკმაოდ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად“, -აღნიშნა თამარ დოლიძემ.
ფესტივალს სასიამოვნო ელფერი შესძინა სხვადასხვა სანახაობამ, გასართობმა აქტივობამ, ფესტივალის მსვლელობისას გაიმართა კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, ბირპონგი, ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა. ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყო ლაივსტრიმის სივრცე… „Fun fest 2019“-ის კულმინაცია იყო ელფების ხორუმი.