logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო უჩა ნანუაშვილს მოუწოდებს, უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში
- +

25 თებერვალი. 2016. 12:41


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ტყიბულის მაღაროში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აუცილებელია ამოქმედდეს სამმხრივი კომისია.



სერგეენკოს თქმით, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არ არის კონკრეტული შრომითი დავების განხილვა, არამედ ეს არის პოლიტიკის და სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭო.



სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ, მე აღარ მახსოვს, ეს უკვე მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში.

 

კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების ან სხვა რაიმე სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება შრომით დავებს. ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც შარშან შეიკრიბა და გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია.

 

ჯანდაცვის მინისტრი უკვე აქტიურად მინაწილეობს ამ პროცესში. ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დადგენილი ნორმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner