ევროსაბჭოს ასამბლეამ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით შემუშავებულ „მაგნიტსკის სიის“ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შესწორებას კენჭი უყარა, რომლითაც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ მიემხრო. ინიციატივა სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასა და „ოთოხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნას, რომელიც სანქციებს აწესებს დამნაშავეებზე და იმ პერსონებზე, რომლებიც ხელს აფარებენ ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევებს საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს“, - წერია ტექსტში.