logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: აკაკი ბობოხიძე და მისი ძმა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის სცენარზე მუშაობენ
- +

22 მაისი. 2016. 13:16



წყალტუბოს ოლქში, 51-ე საარჩევნო უბანთან, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან კონცენტრირებულნი.


ადგილზე იმყოფება აკაკი ბობოხიძე, მისი ძმა და ზურაბ ჯიბუხაია, რომელიც აკაკი ბობოხიძის ძმასთან ერთად არის შეწყალებული.


"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მუშაობენ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის სცენარზე.


"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ წყალტუბოში სიტუაციის ესკალაციისა და ხელოვნურად დაძაბვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება.


დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner