დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრექსიტის გადავადება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვერ იქნება. BBC-ს ცნობით, ამის შესახებ ტერეზა მეიმ პარლამენტში დებატების დროს განაცხადა.
„გადაწყვეტილება უცვლელი რჩება – შეთანხმება შეთანხმების გარეშე ან არანაირი ბრექსიტი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ტერეზა მეის მთავრობის მიერ მიღწეულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს.