ახალი ავტობუსების მძღოლებს პერანგებსა და ჰალსტუხებს შუკერავენ. აღნიშნული დავალება თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე გასცა.
,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებისთვის სპეციალური ფორმები შევკეროთ, რომ სისუფთავე იყოს და კარგად გამოიყურებოდნენ. დაიწყეთ მუშაობა, რათა ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალი, MAN-ის ტიპის ავტობუსების პირველი პარტია - 90 ერთეული, საქართველოში თებერვალში შემოვა.