logo_geo
eng_logo
ხათუნა ივანიშვილი: ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება
- +

24 იანვარი. 2019. 00:23

 

კომუნიკაციების კომისია განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მედია წიგნიერების განვითარების მიზნით, 2019 წელს 5 მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

 

„პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის შესწავლის, მათი საქართველოში განხორციელების ეფექტიანობის შეფასებისა და ანალიზის შედეგად შეირჩა“ , - ამის შესახებ მედიას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, მედია წიგნიერების განვითარების მთავარი მიზანი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვადა მათი ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება.

 

„პროექტების შესახებ დღეს განათლების მინისტრმა ისაუბრა რეფორმის პრეზენტაციაზე. პროექტების ფარგლებში, ბავშვებთან, მოზარდებთან ინტერნეტის საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიტანისა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარების მიზნით ვიმუშავებთ, შეიქმნება ქართულ ენაზე ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში, ჩატარდება საგანმანათლებლო მოკლევადიანი კურსი ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების შესასწავლად, ასევე - მედია წიგნიერების კონკურსი და ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მედია წიგნიერების საკითხებს და სხვადსხვა სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე იქნება მორგებული“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, 2019 წლის შემოდგომიდან 50-ამდესკოლაში განათლების რეფორმის ფარგლებში, შევა ახალი სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“, მანამდე კი წიგნის ავტორი ლინდა ლუკასი, რომელიც ჟურნალ „ფორბსის“ მიერ 2018 წელს აღიარებულია 50 საუკეთესო პროგრამისტ ქალს შორის, ეწვევა საქართველოს და თავად გადაამზადებს მასწავლებლებს, ტრენერებს, რომლებიც შემდგომ მოსწავლეებს გადასცემენ ამ ცოდნას

 

„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო პროექტზე „გამარჯობა რუბი“ - ეს არის ფინური წიგნის სერია, რომელიც მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას, კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას; ეს არის ძალიან წარმატებული წიგნი მთელ მსოფლიოში და 25 ენაზეა ნათარგმნი, მაგალითად, ქალაქ ნიუ იორკში დაწყებით კლასებში პროგრამირებას მოზარდებს სწორედ ამ წიგნით ასწავლიან და ეს არის სახელმძღვანელო. ეს არის პრაქტიკული სწავლება, მათ შორის სავარჯიშოების სახით. ამ წიგნით სწავლება სექტემბრიდან განათლების რეფორმის ფარგლებში შერჩეული სკოლების დაწყებით კლასებში განხორციელდება“, - აღნიშნა ხათუნა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner