logo_geo
eng_logo
თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ბინალი ილდირიმი დაიკავებს
- +

23 მაისი. 2016. 13:18



თურქეთის მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ ახალ თავმჯდომარედ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ახლო მოკავშირე, თურქეთის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი აირჩია, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ავტომატურად დაიკავებს.



მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ბინალი ილდირიმი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა და ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი.


ილდირიმის თქმით, დადგა დრო, თურქეთის პოლიტიკაში არსებული დე ფაქტო ვითარება დაკანონდეს.


ბინალი ილდირიმი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აჰმეთ დავუთოღუს შეცვლის.



გავრცელებული ინფორმაციით, დავუთოღლუს გადადგომის მიზეზი პრეზიდენტთან უთანხმოება გახდა. კერძოდ, პრემიერი არ ეთანხმებოდა ერდოღანის პოლიტიკას, რომელსაც ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო სისტემის საპრეზიდენტოთი შეცვლა და საკუთარი უფლებამოსილებების გაზრდა სურს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner