ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მეოთხე სამხედრო ბაზაზე მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, სასწავლო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„სამხედროებმა ტექნიკა მოამზადეს გასასვლელად და „ძარცემის“ პოლიგონისკენ მარშისთვის მზადებას შეუდგნენ. საველე პირობებში დანაყოფები პირობითი დივერსანტების ძებნის ოპერაციას ჩაატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო მზადყოფნის შემოწმებაში ჩართულია დაახლოებით 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა.