logo_geo
eng_logo
სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების სასწავლო განგაში გამოცხადდა
- +

24 იანვარი. 2019. 12:25

 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მეოთხე სამხედრო ბაზაზე მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, სასწავლო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

„სამხედროებმა ტექნიკა მოამზადეს გასასვლელად და „ძარცემის“ პოლიგონისკენ მარშისთვის მზადებას შეუდგნენ. საველე პირობებში დანაყოფები პირობითი დივერსანტების ძებნის ოპერაციას ჩაატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

სამხედრო მზადყოფნის შემოწმებაში ჩართულია დაახლოებით 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner