logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება
- +

24 იანვარი. 2019. 12:26

 

„ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება და ფაქტობრივად ეპიდემიის ზღვარზე ვართ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია.

 

„ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით, ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner