საფრანგეთში 2018 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე გრიპის ვირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საფრანგეთში გრიპის სიმპტომებით 650-ზე მეტი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული.
ჰოსპიტალიზებულ პირთა შორის ძირითადად, 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში გრიპის სიმპტომების გამო, სასწრაფო გამოძახებების რაოდენობა ხუთი ათასამდე გაიზარდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, ორი ათასით მეტია.