აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარა და ავტორიტარი მმართველის, მადუროს მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. აღიარებას საქართველო და რამდენიმე დასავლური ქვეყანაც შეუერთდა.
მადუროს მოწინააღმდეგეე ოპოზიციური ფლანგი მიიჩნევს, რომ ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის, მადუროს რეჟიმის დამხობის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაუქმდეს.
„ახალმა მთავრობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს, ბევრი მახინჯი კანონი, რომელიც მემკვიდრეობად ერგება წინა ულტრამემარცხენე ხელისუფლებისგან. მათ შორისაა ოკუპირებული, არალეგალურად არსებული ორი სახელ მწიფოს – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება. დარწმუნებული ვარ, ეს აღიარება გაუქმდება“, – განაცხადა ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა ხერმან დიასმა.