ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფეხით მოსიარულე მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის გზაზე გადადიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.