ედინბურგში შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ალექს სალმონდი დააკავეს. პოლიცია და პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებას არ აკონკრეტებენ.
„Reuters“-ის ინფორმაციით, ალექს სალმონდის ადვოკატთან დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება.
„Sky News“ წერს, რომ შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი სასამართლოში დღის ბოლოსთვის გამოჩნდება.
ალექს სალმონდი შოტლანდიის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა და მხარს უჭერდა ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის კამპანიას.