logo_geo
eng_logo
იანოშ ჰერმანი: საქართველოსა-ევროკავშირს შორის ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესები წინ მიდის
- +

25 თებერვალი. 2016. 12:42


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესები წინ მიდის. მისი თქმით, თარიღებს, თუ როდის დაიწყებს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, თავად საბჭო და ევროპარლამენტი დაასახელებენ.



ეს პროცესები წინ მიდის. თარიღებს საბჭო და პარლამენტი დაასახელებენ. ამ საკითხზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე თქვენს მთავრობასთან, მაგრამ კონკრეტული პასუხის გაცემა ახლა არ შემიძლია", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.



არსებული ინფორმაციით, ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერელიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მარტში მიმართავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner