logo_geo
eng_logo
გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
- +

24 იანვარი. 2019. 18:44

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

 

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner