logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ხელკეტები „ნაციონალების“ საკუთრება იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ
- +

22 მაისი. 2016. 13:22



ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „იმედის" ეთერში სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" გიგა ბოკერია მართავს, რომელც დღეს დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა.



დღეს რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. ეს იყო მიზანმიმართულად განხორციელებული პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან". დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები მოახდნენ ამ ფაქტზე რეაგირებას და ყველა დაისჯება, ვინც მასში მონაწილეობდა.

დღესაც დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობა" არის ბატონი ბოკერიას კუთვნილი პარტია. ასევე, ის პირველი ათეული, რომელიც მათ მიერ არის დასახელებული, ცხადჰყოფს, რომ პარტიაში გადაწყევტილების მიმღებია ბატონი ბოკერია.

ასევე, ვაშაძის წასვლა მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი პარტიაში შემცირებულია. ყველგან მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა არჩევნები, ერთადერთი სოფელი იყო კორცხელი, სადაც ბატონი ბოკერია იმყოფებოდა. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. ბოკერია საკმაოდ გამოცდილია პროვოკაციებში, თუმცა ბოკერიას ეშლება, რა რეალობაა დღეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთის, რომ ოქტომბრის არჩევნები წყნარ გარემოში ჩატარდეს. ყველა იქ მყოფი ადამიანი ქართული ოცნების" მხარდამჭერი და მისი წევრი იყო. რაც შეეხება ხელკეტებს, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის" საკუთრება ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.



 „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner