logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: „ნაციონალებს“ ყველაზე ძალიან ეროვნული ძალების მოსვლის ეშინიათ
- +

23 მაისი. 2016. 13:24


 

„თუ ბატონმა თამაზმა მხარი არ დაუჭირა გერმანულ მოდელს, მაშინ მაჟორიტარებს ვერ მიითვლის "ოცნება" და სარისკო უმცირესობაში აღმოჩნდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსთვის" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა წერს.

 

„შესაბამისად განუსაზღვრელი შანსი უჩნდება როგორც "პატრიოტთა ალიანსს", ასევე თავად მეჭიაურის დაანონსებულ ახალ პარტიას და ეროვნულ ძალებს!

 

საინტრესო პროცესი დაიწყო, მაგრამ არის ერთი მაგრამ!!!!

 

ნაციონალების დაგეგმილი პროვოკაცია ე.წ.საზღვრებთან....

 

მათ ყველაზე ძალიან ეროვნული ძალების მოსვლის ეშინიათ უმრავლესობაში,

 

თორემ "კოღოაბრაზნიე" -კონა მანეთად!" - წერს მოროშკინა.   

 

ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური არ ამბობს, მხარს დაუჭერს თუ არა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს.

 

"რას გადავწყვეტ, ეს მე ვიცი,"- ასე პასუხობს თამაზ მეჭიაური ჟურნალისტების კითხვას, მხარს დაუჭერს თუ არა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს.


დეპუტატის თქმით,  კანონპროექტის მისაღებად "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრების გადაბირების შანსი მაღალია. მეჭიაური ფრაქციის ლიდერებს მოუწოდებს, თანაგუნდელებს მეტი ყურადღებით მოექცნენ:


"პატარა პარტიები, რომლებსაც შანსი აქვთ ცალკე ან ვინმესთან ბლოკში გადალახონ საარჩევნო ბარიერი, თვლიან, რომ მათ მაჟორიტარების გაყვანის შანსი თითქმის არ აქვთ. მათთვის მთავარია პარტიული სიით მანდატების მიღება. თუ პარტია 6%-ს მიიღებს არჩევნებზე, გერმანული სისტემით მას დამატებით 4 მანდატი შეხვდება.  კანონპროექტის მომხრეები ლოგიკურად იქცევიან, მიდიან და დეპუტატებს ელაპარაკებიან, მხარი დაუჭირე და მე ჩაგწერ სიაშიო. ის თუ დათანხმდება, ამ პარტიას დამატებით ოთხი ადგილი შეხვდება და ამ ოთხიდან   ერთს კი მისცემს,"- ამბობს მეჭიაური და აღნიშნავს, რომ პარლამენტში მოსახვედრად მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ კანონს მიიღებე, თუ არა, რადგან "ოცნების" არც პროპორციულ სიაში იქნება და არც მაჟორიტარობის კანდიდატი.


ასეთ ვითარებაზე საუბრისას მეჭიაური ანეკდოტს იხსენებს:


"ერთი ძველი ანეკდოტია. ებრაელი მივიდა ბაზარში და კახელისგან ათი ქათამი იყიდა ნისიად და სამი "ბედ" დაუტოვა. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. თავისივე ქათმები დაუტოვა ნისიად და შვიდი წაიღო.  ადამიანი ფიქრობს: მე თუ არ ვიქნები პარლამენტში, მაშინ ერთის ნაცვლად ორი კვაჭანტირაძე უნდა იყოსო. ფიქრობს, ორი კვაჭანტირაძის ყოფნას ჩემი ყოფნა ხომ სჯობსო. შეიძლება მიიღოს კანონპროექტის მხარდაჭერის განცხადება", - აღნიშნავს მეჭიაური.


"რესპუბლიკური პარტიის" მიერ ინიცირირებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner