logo_geo
eng_logo
ვენესუელაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა
- +

25 იანვარი. 2019. 00:55

 

პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში, ბოლო დღეების განმავლობაში, საპროტესტო აქციების ფონზე გამწვავდა. მას შემდეგ, რაც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად ცნო და საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაასახელა.

 

შეიარაღებული ძალები აქციის მონაწილეების დარბევას ცრემლსადენი აირის საშუალებით ცდილობენ. არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.

 

 

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით მმართველად პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. მას მხარდაჭერა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გამოუცხადა, მათ შორის საქართველომ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner