ვანის მუნიიპალიტეტის სოფელ სულორში 60 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი მოხდა. გარდაცვლილია მამა.
ამ წუთებში ვანის პოლიციაში მეზობლებს და გარდაცვლილის ახლობლებს კითხავენ.