საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი" გმობს „აიპრესის" ჟურნალისტის მიმართ დღეს განხორციელებულ ქმედებას.
„რეპორტიორი" სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„სამეგრელოში „აიპრესის" გადამღებ ჯგუფს ე.წ. სპორტსმენების სახელით მოქმედმა ზონდერ ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენა და მუშაობის საშუალება არ მისცა". - შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „აიპრესი" ავრცელებს.
მანქანების ნომრები, რომელში მსხდომმა პირებმაც „აიპრესის" ჯგუფს წაართვეს ტელეფონი, საიდანაც წაუშალეს ყველა აუდიო ჩანაწერი, ფოტო მასალა, შემდეგი სერიისაა: FI-050FI; GR-001-OM; EGE-363.
„აიპრესი" აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მასვე გადაუგზავნა კონკრეტული მანქანების ნომრები.