logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არანაირი დაშლა არ მოხდება!
- +

25 იანვარი. 2019. 12:50

 

 

„არანაირი დაშლა არ მოხდება. „ქართული ოცნება“ პარლამენტში, 2020 წლის ჩათვლით, შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე განაცხადა.

 

თალაკვაძის თქმით, მოსამართლეების საკითხზე მსჯელობა დღესაც არგუმენტირებულად გაგრძელდება.

 

„გუშინ იყო საკმაოდ დიდი დრო, რომ გვემსჯელა სასამართლოსთან დაკავშირებით. დღეს განახლდა მსჯელობა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პროცესი ნორმალურ, სამუშაო კალაპოტში წარმართა და ვფიქრობ, არის რესურსი, რომ გუნდში ყველა ძირითად პრინციპზე მოხდეს შეთანხმება. მათ შორის, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასახელებას და მათ დამტკიცებას უკავშირდება და გვსურს, რომ საგაზაფხულო სესიისთვის უკვე ამაზე მუშაობა დავასრულოთ და მივცეთ სასამართლოს საშუალება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩიოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და წაადგება ჩვენს საზოგადოებას და დემოკრატიას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, გუნდში განსხვავებული მოსაზრებები სხვა დროსაც ყოფილა და ამაში საგანგაშო არაფერია.

 

„არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ისეთ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, როგორიც არის სასამართლოს რეფორმა, ადვილი მსჯელობა იქნებოდა. ის, რომ გუნდში იყო განსხვავებული არგუმენტები, ეს მოსალოდნელი იყო. ადრეც ყოფილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახლდა ასეთი დისკუსია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოვახერხეთ, რომ საბოლოო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ვფიქრობ, დღეს იქნება საინტერესო მსჯელობა. გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული.

 

ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო და დღესაც ცნობილია. ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, მხარს უჭერს თავისუფალ, დამოუკიდებელ სასამართლოს და დღესაც მხარს უჭერს იმ კურსს სასამართლოსთან მიმართებაში, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება. ეს არის პრინციპული პოზიცია“,- აღნიშნავს თალაკვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner