logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის გაზრდას დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზე
- +

25 იანვარი. 2019. 14:21

 

„იმ ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას, რომლის ფარგლებში სესხების ლარში აღება სავალდებულოა, გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე, მათ შორის დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე და მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები მათთან გასამკლავებლად.

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner