logo_geo
eng_logo
საქართველოში, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაარსდება
- +

23 მაისი. 2016. 13:37



იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველოში მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაარსდება.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინსტიტუტის პროექტის წარდგენის პრეზენტაცია დღეს, თბილისში გაიმართება და მას მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორები, ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.


საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდი "ქართუ".


ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის  უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner